თარიღები: 30 ივლ - 27 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას, მიმტანის პოზიციებზე. 

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება
  • სტუმრისათვის სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პერმანენტული კომუნიკაცია
  • სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა
  • სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება
  • სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდებისა და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება)
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება სასტუმრო "იოტას" სტანდარტების მიხედვით
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • რესტორნის მომსახურების სტანდარტების კარგად ცოდნა
  • აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

 
 
ანაზღაურება: 600 ლარი

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10


თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 

მსგავსი განცხადებები
Restaurant Manager/Waiter

რესტორანი სანჯა ჭულა


24 ივლ - 22 აგვ

Waiter

Stamba Hotel


15 აგვ - 13 სექ

Waiter / Waitress

Shota@Rustaveli Boutique Hotel


17 აგვ - 15 სექ

Waiter/Waitress

Holiday Inn Tbilisi


15 აგვ - 13 სექ

Waiter/Waitress

Stamba Hotel


27 ივლ - 25 აგვ

Официант

ფუდ ფემილი გრუპ


31 ივლ - 29 აგვ

Официант

Lounge Bar Inside


01 აგვ - 30 აგვ