რეგიონალური მენეჯერი კახეთში
გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, წნორი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
17 მარ - 16 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეი მარტი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე. 

 

მდებარეობა - კახეთი: წნორი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ჩალაუბანი.

 

სამუშაო გრაფიკი:  სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00მდე

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის ყველა წესის და სტანდარტის დაცვის კონტროლი პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით;
  • მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების  აღრიცხვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი;
  • მაღაზიის თანამშრომლების უშუალო მართვა, კონტროლი/ზედამხედველობა და მათი ადმინისტრირება;
  • კომპანიაში დანერგილ პროგრამაში მუშაობა, ნაშთების კონტროლი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეკვეთების წარმოება;
  • ზრუნვა გაყიდვების ზრდაზე;

 

საკვალიფიკაციო აუცილებელი მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი
  • გამოცდილება - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება 1-2 წლიანი გამოცდილება
  • ენები:  ქართული აუცილებელი, რუსული ინგლისური - სასურველი
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის; 
  • უპირატესობა  მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება apex-ის პროგრამის გამრთულად ცოდნას;

 

 სხვა მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

  • ორიენტირებულობა დეტალებზე;
  • დროის სწორად განაწილების უნარი;
  • გუნდური  მუშაობის  უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების  წარმოების  უნარი;
  • სხარტი და მოქნილი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

 

ანაზღაურების ტიპი:  ფიქსირებული  (1500 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გატვალისწინებული გადასახადების ჩათვლით )

ბონუსი : 500 ლარამდე

 

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირების ანაზღაურება/საწვავი;
  • კორპორატიული ნომერი;

 

იმ შემთხვევაში, თუ  აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ,  CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: smarketsvacancy@socar.ge  და სათაურის  ველში  მიუთითოთ  პოზიციის  სახელწოდება  - "რეგიონალური მენეჯერი კახეთში“ სხვა შემთხვევაში თქვენი სივი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, 

მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი