გაყიდვების კონსულტანტი თბილისი მოლში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 მარ - 16 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 

Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

 Cenomi Retail აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზ: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე თბილისი მოლში.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი
           
განსახორციელებელი  საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გაყივების კონსულტანტი თბილისი მოლში.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი