კონსულტანტი/სამსუნგის ბრენდის ამბასადორი/Home Appliances
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ქართული,ინგლისური,რუსული
17 მარ - 25 მარ
სტანდარტი


“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.
თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:
- ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება.
- ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
- ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი + კვარტალური ბონუსი + ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.
- სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე / 40 საათი.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია
- მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
- კომპანიის სტენდის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა
- ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
- კონკურენტ ბრენდებთან ფასების შედარება
- კატალოგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის წარდგენა
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება
მოთხოვნები:
- გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე
- შედეგებზე ორიენტირებული
- ღია გამოწვევების მიმართ
- ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)
დამატებითი ინფორმაცია:
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: proect17@hr.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
გაყიდვების კონსულტანტი,
გაყიდვების მენეჯერი,
ელექტრონიკა, ტექნიკა,
საცალო კლიენტთა მომსახურება