კონკურსი კომპიუტინგის მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
16 მარ - 15 აპრ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსი ასისტენტ-პროფესორის ორ აკადემიურ თანამდებობაზე კომპიუტინგის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით


კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2023 წლის 18 და 19 აპრილს, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2023 წლის 21 აპრილიდან, შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 5 მაისისა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:

  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:

  • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  • საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;(წარმოდგენილი ფორმით)
  • ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ამობეჭდილი ფორმით);
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა - ელექტრონული და ამობეჭდილი(წარმოდგენილი ფორმით)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  • სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  • შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 3 წელი) ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  • ინგლისური ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონის) დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


მიმაგრებული დოკუმენტები:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  https://sangu.edu.ge/index.php?m=325&news_id=1149&lng=geo

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება