სტაჟირება IT Support-ის მიმართულებით
- სტაჟირება
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ინგლისური
17 მარ - 16 აპრ
ვიპ


თოდუას კლინიკა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT-Support მიმართულებით.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-17:00 (სტუნდეტურ გრაფიკზე ხელშეწყობთ);
სტაჟირება განისაზღვრება 2-3 თვემდე ვადით; სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.
გადამზადების პერიოდში, სტაჟორი პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლის:
- კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციას, ტექნიკურად გამართვას;
- ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის გზებს;
- საოფისე პროგრამების ინსტალაციას, ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის გადაწყვეტას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
- სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი