რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 650
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
დღეს - 15 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაკე, ი. მოსაშვილის 12
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 ან 11:00-19:00, ყოველ მეორე შაბათს 09:30-14:30.
ანაზღაურება: 600-650 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი - (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით);
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • ინგლისური ან/და რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: hr@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „რეგისტრატორი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
რეგისტრატურა