- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია
სარეკლამო სააგენტო "დელტა პრინტი" ბაზარზე ოპერირებს 10 წელია. ამ ეტაპისათვის კომპანიას ყავს საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი. ასევე ამ სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.
თუ გაქვს სურვილი, გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სარეკლამო სააგენტო "დელტა პრინტი" აცხადებს ვაკანსიას ფართოფორმატიანი საბეჭდი დანადგარების მბეჭდავის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფართოფორმატიან საბეჭდ მოწყობილობაზე (პლოტერზე) ბეჭდვა;
- საბეჭდი დანადგარების ყოველდღიური მოვლა;
- დაბეჭდილი მასალის სერვა დანადგარზე;
- საბეჭდი ფაილების მომზადება;
- არსებული პროექტების პრიორიტეტის განსაზღვრა და მათი შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფართოფორმატიან დანადგარებზე მუშაობის გამოცდილება;
- Adobe Illustrator და CorelDraw პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება:
გამოსაცდელი პერიოდის განმახლობაში(2 თვე) ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარი, შტატში აყვანის შემდეგ 1500 ლარი + ბონუსი; კომპანიაში დაგხვდებათ სასიამოვნო და სუფთა სამუშაო გარემო. იაპონური დანადგარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@deltaprint.ge . გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!