ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
16 მარ - 15 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. 
კომპანია მუდმივად სთავაზობს აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს  ადგილობრივ მომხმარებლებს! 
ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!  
გახდი ჩვენი გუნდის წევრი უსაზღვრო შესაძლებლობებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში! 
 ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 
 
შპს „აგროტექნო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ვაკანსია: ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი 
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი) 
სამუშაო საათები:
10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 
10:00 – 14:00 (შაბათი) 
ხელფასი: 2000 ლარი (NET) 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შესყიდვების, ლოგისტიკისა და საბაჟო პროცედურების  სრული ციკლის მონიტორინგი; 
  • კომპანიის კუთვნილი სასაწყობე მეურნეობის, ელექტრო სისტემების, მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;   
  • სერვისის მომსახურების ჯგუფის მიმდინარე სამუშაოების მართვა, ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; 
  • დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და საჭირო საშტატო განრიგის განსაზღვრა;  
  • დეპარტამენტის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება და ხარჯების ბიუჯეტირება; 
  • დაქვემდებარებულთათვის ამოცანების, გეგმების დადგენა და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;  
  • კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, სამუშაო პროცესის განვითარების მიზნით;  
  • შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის;   
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; 
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია  უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).   

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  

ჩვენ გავაზობთ: 
  • კარიერული წინსვლა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა. 

კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას! 
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა