დისტრიბუტორი
- სრული განაკვეთი
- 1300
- ბაკალავრი
- მართვის მოწმობაB
დღეს - 15 აპრ
ვიპ


შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ.
კომპანია „ორიენტი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის(დასტავკა) პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას
მოთხოვნები:
- სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) უმაღლესი განათლება;
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- დახასიათება წინა სამსახურიდან;
- ცნობა ნასამართლეობაზე;
- ცნობა ნარკოლოგიურიდან ;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
კომპანია უზრუნველყოფს:
- ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას, ამისთვის თანამშრომელს მოეთხოვება: ქონებით უზრუნველყოფა
ძირითადი მოვალეობები:
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
- უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
- სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტიდან ამოღებული თანხა შეიტანოს სალაროში;
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
ანაზღაურება - ფიქსირებულ ანაღაურებას დამატებული გადატვირთვებთან მიბმული ბონუსი. მინიმალური 1300 ლარიდან ზევით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება1 საათი 13:00ზე), დასვენების დღე შაბათი-კვირა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება1 საათი 13:00ზე), დასვენების დღე შაბათი-კვირა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.mamaladze@orientltd.ge
გაყიდვები
დისტრიბუცია