გეოდეზისტი
თბილისი
ახალი დეველოპერული კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
16 მარ - 14 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების ახალი დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე. 
 
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროექტის მომზადების პროცესში გამოიკვლიოს საპროექტო მიწის ნაკვეთის რელიეფი, არსებული ნაგებობები, ჭები, ხე-ნარგავები და სხვა ზედაპირული ობიექტები; 
  • მშენებლობის დაწყებამდე აიღოს მყარი წერტილები და მშენებლების გეოდეზისტებს გადააბაროს (X, Y, Z კოორდინატები), რომლითაც მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელებენ; 
  • მშენებლობის პროცესში შეამოწმოს და ჩაიბაროს შემსრულებლის მიერ დაკვალულ გეოდეზიური წერტილები: წითელი ხაზები; ხიმინჯები; ქვაბულის კონტური; ღერძები; სხვადასხვა კონსტრუქციული ელემენტები; კონსტრუქციული ელემენტების პროექტთან შესაბამისობა; საჭიროების შემთხვევაში სხვა ნიშნულები თუ სამშენებლო კვანძები; 
  • შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს; 
  • მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ცდომილებების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს. 
    
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის განხრით; 
  • Auto CAD - ის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა. 
  
სამუშაო გამოცდილება 
  • გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებზე მშენებლობის გამოცდილება; 
  • ტახეომეტრის, GPS და ნიველირის ინსტრუმენტების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი. 

შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება
გეოდეზისტი