ანაზღაურებადი სტაჟირება საპროექტო დეპარტამენტში
თბილისი
  • სტაჟირება
  • 300
  • საშუალო განათლება
  • ინგლისური,რუსული
16 მარ - 14 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "აკვალაინი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საპროექტო დეპარტამენტში.

ირითადი მოვალეობები:

  • მოლაპარაკების ეტაპზე ჩართულობა შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად;
  • პროექტების გეგმის გაწერა და მართვა შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად;
  • დაგეგმილი სამუშაო პროცესის ყოველდღიური კონტროლი;
  • თითოეული პროექტის ვადის კონტროლი და მის მიმართებაში პროცესების მართვა;
  • ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
  • კვირის შეჯამება, სრულყოფილი ინფორმაციის გადაცემა შესაბამის დეპარტამენტთან;


მოთხოვნები:

  • განათლება: მშენებლობა, ეკონომიკა, ბიზნესი ან სხვა მათთან დაკავშირებული მიმართულება - განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
  • პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • სასურველია autocad - ის მინიმალურ დონეზე ცოდნა და საპროექტო ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;


დამატებითი ინფორმაცია:

  • სტაჟირების პერიოდი: სამი თვე

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კომპანიის დაწესებულ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • CV-ის გადარჩევა
  • IQ ტესტი
  • გასაუბრება


დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
  • სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhr@aqualine.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულსhttps://www.aqualine.ge

სამშენებლო, უძრავი ქონება
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
მსგავსი განცხადებები
თბილისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია