გაყიდვების ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
15 მარ - 14 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „თელიანი ველი“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ძირითად საექსპორტო ბაზრებზე ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება; 
  • გასაყიდი ერთეულების მომგებიანობის დათვლა; 
  • გაყიდვების თვიური, კვარტალური და წლიური ანალიტიკა და შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება; 
  • ძირითად საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ეფექტიანობის ანალიზი; 
  • გაყიდვების ტენდენციების კონტროლი, პროგნოზირება და წარმოებისათვის შესაბამისი გეგმის გადაცემა; 
  • გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა; 
  • გაყიდვების გაუმჯობესებაში დახმარების გაწევა და შედეგების შეფასება; 
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; 
  • ძირითადი საექსპორტო ბაზრებისთვის წლიური ბიზნეს გეგმის შემუშავება; 
  • შესაბამის დეპარტამენტებთან ინფორმაციის გაზიარება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები  
  • ბაკალავრის დიპლომი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე - B2) 
 
სხვა დამატებითი მოთხოვნები: 
  • გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიების ცოდნა; 
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები; 
  • ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა; 
  • პროცესების მართვის უნარი;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 
 
გარანტიები: 
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. 
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული  
  • შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით 
  • შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!  
 
დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 
 
სს „თელიანი ველი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.  

გისურვებთ წარმატებას! 
გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი