ღამის აუდიტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
16 მარ - 14 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო მარჯან პლაზა  აცხადებს ვაკანსიას ღამის აუდიტის  პოზიციაზე   
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65 
სამუშაო საათები: 9 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 2 დასვენების დღე 
სამუშაო დღის განმავლობაში 1 საათიანი შესვენება 

ფუნქცია-მოვალეობები:  
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;  
  • ღამის ცვლის მიმდინარეობისას, სტუმრების კომფორტის და კმაყოფილების მიზნით სასტუმროს ყველა ოპერაციის მართვა და კონტროლი; 
  • ფრონტ ოფის მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, საჩივრების განხილვა, პრობლემის გადაჭრის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;  
  • ღამის აუდიტის წარმოება, დასრულება და მენეჯერისთვის ყოველდღიური შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება; 
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;  
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;  
  • ფრონტ ოფისის თანამშრომლების მართვა და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ღამის ცვლის მიმდინარეობისას თანამშრომლებისთვის ტრენინგი/თათბირის ჩატარება; 
  • სასტუმროში მიმდინარე სიახლეების და პროცედურების  შესახებ  სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა; 
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.  
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება;  
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;  
  • MS Office-ის ცოდნა;  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
 
 საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - „ღამის აუდიტი“. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში. 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას! 
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa),
სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი