დისტრიბუტორი

თარიღები: 30 ივლ - 28 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1000 - 2000
ელ. ფოსტა: vacancy@motorstar.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
გაყიდვები:  დისტრიბუცია ავტო-მოტო სერვისი:  ავტონაწილები/ზეთები/აკუმულატორები/საბურავები

ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.gewww.facebook.com/amboli.ge

 

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

 

აუცილებელი უნარები: 

  • მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
  • შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • ენერგიულობა  და  კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისება;
  • ლოგიკური აზროვნება და მოქმედება;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
  • გაწონასწორებულობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში;
  • არსებული კლიენტების საუკეთესოდ მომსახურება, მათი შენარჩუნება და ერთგულ კლიენტებად და მეგობრებად ქცევა;
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის;
  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა. 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: 1000-2000 ლარი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 აგვისტო, 2018 .

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge   და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.

მსგავსი განცხადებები
Merchandiser

HRRA


13 აგვ - 26 აგვ

Merchandiser In Batumi

HRRA


13 აგვ - 26 აგვ

გადამზიდავი

სუფთა სახლი


01 აგვ - 30 აგვ

განაწილების საწყობის თანამშრომელი

პრესის გამავრცელებელი სააგენტო მერკური


27 ივლ - 25 აგვ

დისტრიბუტორი

იფქლი-1


25 ივლ - 22 აგვ

დისტრიბუტორი

ალმას


01 აგვ - 30 აგვ

დისტრიბუტორი

ლაბლაინი


03 აგვ - 01 სექ