რეზერვაციების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული,თურქული
15 მარ - 14 აპრ
ვიპ


ტურ ოპერატორი "ნოვატური" www.novatour.ge თავისი წარმომადგენლობებით სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს B2B კომპანიას, რომელიც აწარმოებს პაკეტური ტურების რეალიზებას პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებზე;
ტურ ოპერატორი "ნოვატური" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე;
ტურ ოპერატორი "ნოვატური" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე;
ფუნქცია მოვალეობები:
პიროვნული უნარები:
მოთხოვნები:
- უზრუნველყოს "ნოვატურის" სისტემაში შემოსული ჯავშნების პარტნიორ კომპანიებში დაჯავშნა;
- აწარმოოს რეგულარული კომუნიკაცია ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ფრენებთან, სასტუმროს რეგულაციებთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით;
- აწარმოოს მუდმივი კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან სასტუმროებში ადგილებსა და ფასებთან დაკავშირებით;
- კონკურენტი კომპანიების ფასების მუდმივი მონიტორინგი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
- უმაღლესი განათლება
- აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- მზადყოფნა რეგულარული მოგზაურობებისთვის
- ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი საბონუსე სისტემა
- სამუშაო გრაფიკი: 11:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 12:00 – 16:00 (შაბათი)
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: agency@novatour.ge
გისურვებთ წარმატებებს!
ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები