ბუღალტერი/სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
15 მარ - 14 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია Financial Chain Corporation (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას. 

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია Financial Chain Corporation  აცხადებს  ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი/სტაჟიორი 

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი დასაქმდება ბუღალტერიის დეპარტამენტში. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად; 
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა; 
  • ACCA-ს კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი; 
  • დისციპლინირებულობა. 
 
სტაჟირების პირობები:
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან ექვსთვიან სტაჟირებას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე, საიდანაც პირველი სამი თვე იქნება ანაზღაურების გარეშე, ხოლო შემდეგი სამი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება.
  • სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან:
  • ბუღალტრულ პროგრამებს პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com 
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი/სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
ბუღალტერია/ფინანსები
სტაჟიორი (ბუღალტერია)