ანაზღაურებადი სტაჟირება/სწავლება პერიმეტრის დამცავი ბადეებისა და ხარაჩოების მონტაჟ-დემონტაჟის მიმართულებით
თბილისი
  • სტაჟირება
15 მარ - 02 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 11 90 29
სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. 

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირება/სწავლებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით -  პერიმეტრის დამცავი ბადეებისა და ხარაჩოების მონტაჟ-დემონტაჟის მიმართულებით. 
 
ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი? 
  • აღნიშნული სტაჟირება განკუთვნილია მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პერიმეტრის დამცავი ბადეებისა და ხარაჩოების  (მონტაჟ-დემონტაჟი, დიაგნოსტირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) კუთხით. 
 
სტაჟირებისას შეისწავლით და მონაწილეობას მიიღებთ:  
  • საფასადე ელექტრო კალათების მონტაჟ-დემონტაჟზე; 
  • პერიმეტრის დამცავი ბადის, ხარაჩოსა და მოაჯირის მონტაჟ-დემონტაჟზე; 
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • სასურველია მექანიკურ-ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება; 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
 
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომთ გეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდეთ კომპანია „ადლში“, რომელიც გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და მეგობრულ გუნდს. 
 
სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. #34. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სტაჟირება პერიმეტრის დამცავი ბადეებისა და ხარაჩოების მიმართულებით) ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 598785315 ;  +995 577 11 90 29. 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:   01 აპრილი, 2023 წ 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის! 
 
 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
 
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)