ვეტერინარი
ხონი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
15 მარ - 14 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე ხონის ფილიალისთვის. 
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
სამუშაო ადგილი: ხონი 
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ვეტერინარულ ფილიალში არსებული ვეტერინარული პროდუქტების მახასიათებლებისა და ეფექტების ცოდნა; 
  • ვეტერინარულ ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით; 
  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციისა და დახმარების გაწევა; 
  • ვეტერინარულ ფილიალში საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტების დადგენა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა; 
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. 

პიროვნული თვისებები: 

  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2023 წლის 15 აპრილამდე.  
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებებს! 
სოფლის მეურნეობა
ვეტერინარია
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ვეტერინალურ-ფარმაცევტული კომპანია