შოურუმის კონსულტანტი
BMW და Mini
- სრული განაკვეთი
- ინგლისური,რუსული
14 მარ - 13 აპრ
სტანდარტი


BMW და MINI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსულ მომხმარებლებთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
- კომპანიაში შემოსული მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
- შოურუმში არსებული ბრენდირებული პროდუქციის განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
- ბრენდირებული პროდუქციის ცოდნა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან;
- ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი