- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან


შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 400-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქცით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
"გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება.
- პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ამოცანების შესრულება და რეპორტინგი, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი;
- ქსელურ მარკეტებთან გაყიდვების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
საკონტაქტო ნომერი: +995 557 595099