ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი
ღვინის რესტორანი რეზერვი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
14 მარ - 13 აპრ
სტანდარტი
ღვინის რესტორანი „რეზერვი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი საქმიანობები
- კომპანიაში მიმდინარე ლოჯისტიკური პროცესების მართვა;
- შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
- კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება მომწოდებლებთან;
- ახალი პროდუქციის შესასყიდი და საცალო-სარეკომენდაციო ფასების კონტროლი პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე;
- ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
- ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- ადგილობრივი ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა, მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
- ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
- კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება, ნაირსახეობის გაფართოება და მართვა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
- ყოველთვიური, სეზონური შესყიდვების დაგეგმვა;
- საწყობში მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების პირობების, ვადების და მოცულობების შესრულების მონიტორინგი;
- არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივი კონტროლი;
- უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი.
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
- შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- უცხო ენები (ინგლისური) აუცილებელი, დამატებით ენები ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა #3 (პარლამენტის შენობის უკან)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr.reservewine@gmail.com, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება შესყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი