სინიორ მარკეტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
14 მარ - 13 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს. 
„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. 
 
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე. 
 
სს „ნიკორა ტრეიდი“  აცხადებს  ვაკანსიას სინიორ მარკეტერის პოზიციაზე 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა; 
  • ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა; 
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდისათვის საჭირო მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა; 
  • საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება; 
  • მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის შექმნა და ბიუჯეტის განსაზღვრა; 
  • პროექტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების დელეგირება და კოორდინირება; 
  • განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • მომხმარებლის ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა; 
  • მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, შედეგების დამუშავება და ანალიზი; 
  • გარე პარტნიორებთან მოლაპარაკება თანამშრომლობის პირობების შესახებ. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას რითეილის მიმართულებით;  
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • კრეატიული აზროვნების უნარი; 
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სინიორ მარკეტერი’’. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი