გუგუთის სერვის ცენტრში მოლარე-ოპერატორი
დმანისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
14 მარ - 01 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გუგუთის სერვის ცენტრში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge  
 
მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები: 
  • სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პოლისების რეალიზაცია; 
  • ყოველდღიური შემოვალ-გასავლის ორდერის/საოპერაციო დღიური საბუთების ორგანიზება; 
  • სალაროს ნაშთის კონტროლი; 
  • ოპერაციების პროგრამული შესრულება; 
  • თანხის ინკასაცია; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩატარებული ოპერაციების შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან; 
  • სალაროს აპარატის Z ანგარიშების შესაბამისობის შემოწმება პროგრამულ მაჩვენებლებთან; 
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმიანობის შესრულება. 
 
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: 
  • გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა;  
  • მომხმარებელზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შეფერხებების მართვის უნარი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • გამოცდილება: აუცილებელია მოლარე - ოპერატორად მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • ენები: აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • უნარ-ჩვევები: Microsoft Office; 
 
სამუშაო პირობები: 
სამუშაო ადგილი: დმანისის რაიონი, სოფელი გუგუთი;   
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი (11:00-11:00) 4 დღეში ერთხელ; 
ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა; 
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით; 
 
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.  
გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მოლარე-ოპერატორი 
 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი