ფინანსური მენეჯერი/ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
14 მარ - 31 მარ
სტანდარტი
ათასწლეულის სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის პოზიციაზე.
სკოლის შესახებ:
ათასწლეულის სკოლის მისიაა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის შექმნით, ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებითა და ცოდნების გაზიარებით წვლილი შეიტანოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებასა და ღია საზოგადოების ფორმირებაში. მისიის აღსასრულებლად, სკოლა ზრუნავს ჩამოაყალიბოს თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ჯანსაღი სასკოლო კულტურა, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია.
ფინანსური მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლის ანგარიშებისა და გადასახადების მართვა, საგადასახადო პროცედურების მართვა, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, და სკოლის მიერ საბუღალტრო წარმოების პრინციპების დაცვა;
- სკოლის საბუღალტრო აღრიცხვის სისტემატური წარმოება შესაბამისი სტანდარტების, წესებისა და რეგულაციების გათვალისწინებით;
- საბანკო ოპერაციების განხორციელება;
- ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სკოლის თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- ყველა სახის საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
- სახელფასო და სხვა უწყისების მომზადება;
- სკოლის სამეურნეო მენეჯერთან ერთად ინვენტარიზაციის ჩატარება შესაბამის ვადებში;
- შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა;
- ფინანსურ და საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია ACCA-ს შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - hr@millennium-school.org . გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება. საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 მარტის ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი),
ფინანსური მენეჯერი