ფინანსური ანალიტიკოსი
ნატახტარი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
13 მარ - 12 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჩვენს შესახებ,
“ICholding “- წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა მიმართულებას. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც  ერთი კომპანია აერთიანებს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა სპექტრს.  კომპანია 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს  ბაზარზე და 8 წლიანი არსებობის მანძილზე ,,Golden Brand”-ის მიერ 3-ჯერ  დასახელდა, როგორც #1 კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

„ICholding” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის   პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური ოპერაციების წარმოება,აღრიცხვა,მონიტორინგი;
  • კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მომგებიანობის შეფასება და მისი გაზრდისათვის რეკომენდაციების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება;
  • ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლის ანალიზი და მისი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება/ანალიზი 
  • ფულადი ნაკადების (Cash flow) ანალიზი და წარდგენა მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების უმაღლეს  ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კოორდინირების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორინტირებული;
  • ორიენტირებულობა;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში ჩართვას;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა, ახალუბანი, ნატახტრის ინდუსტრიული ზონა. (ტრანსპორტირება შეთანხმებით)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00  (13:00-14:00 შესვენება)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტზე:  HR@ic.ge   გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი