რეზერვი მოლარე-კონულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 1000 + ბონუსი
  • ინგლისური
16 მარ - 15 აპრ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჩვენ ვართ კომპანია Gepherrini, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გეფერინი წარმოდგენილია, ქვეყნის მასშტაბით ათამდე საკუთარი ფილიალითა და ექსპორტით 10 ქვეყანაში (ფრანჩიზა), საექსპორტო ქვეყნებია : აშშ, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, სინგაპური, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზახეთი და უკრაინა. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ წინსვლას. 

„გეფერინში“ ვეძებთ რეზერვ მოლარე-კონულტანტს, ქ. თბილისში არსებული ყველა ფილიალისთვის  და გთავაზობთ გუნდურ, მეგობრულ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

თუ გსურს, რომ ასეთი ატმოსფეროს შექმნის აქტიური თანამონაწილე იყო და ხარ:
  • შრომისმოყვარე;
  • პოზიტიური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • მეგობრული ;
  • პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული.

გაქვს:
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

იცი:
  • უცხო ენა (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე.

გიყვარს:
  • მრავალფეროვანი საქმის კეთება
  • ორგანიზება და საკუთარი ხედვის სხვებისთვის გაზიარება

მაშინ შენი მოვალეობა იქნება:
  • ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების  ზედმიწევნით კარგად ცოდნა,  
  • სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა.
  • არსებული სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგება.
  • პროდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
  • მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
  • კომპანიაში დაგეგმილი ქსელური აქციებისადმი ყურადღება. 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: თვეში  22 დღე 

ანაზღაურება: 
  • 900 – 1000 ლარი.
  • 700 ფიქსირებული + ბონუსი 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1    
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ, ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ მისამართზე: veronika.toidze@gepherrini.ge   გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვებ გვერდი: www.gepherrini.com
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე