დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1350
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • მართვის მოწმობაB,C
10 მარ - 09 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი  
ანაზღაურება: 1200 – 1350 ლარამდე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, გაწერილი მარშრუტის მიხედვით 
  • ობიექტებთან ურთიერთობა, პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით 
  • მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის 
  • სავაჭრო ობიექტებში თავაზიანად მომსახურება 
  • მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია 
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია,C  სავალდებულოა) ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილებით 
  • სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;  

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს ! 
გაყიდვები
დისტრიბუცია
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
რუსთავი, მარნეული

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?