საწყობის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 მარ - 09 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 558632021
სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია “ლიდერ პლასტი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებიდან საწყობში შესული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება;
  • წარმოებიდან საწყობში შესული პროდუქციის რაოდენობის ასახვა;
  • საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და პროდუქციის აღრიცხვა;
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; 
  • ნაშთების კონტროლი;
  • სალაროსთან მუშაობა/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ადგილმდებარეობა : გიორგი მუხაძის 6/6, ორხევი.
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 09:00-17:00 საათი.
კომპანია უზრუნველყოფს კვებას.

თუ თქვენი მონაცემები შესაბამისობაშია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@liderplast.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 558632021.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი