გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
27 მარ - 09 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით. 

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: გაყიდვების მენეჯერი  
 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი; 
  • მომწოდებლების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი/განახლება; 
  • კომპანიის პროდუქციის და მომსახურების რეალიზაცია პოტენციურ და არსებულ კლიენტებზე, შეკვეთების განთავსებისია და შესრულების კონტროლი; 
  • შესაბამისი ანგარიშების მომზადება; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას IT მიმართულებით); 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა. 
  • ხელფასი: კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.  
 
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 
  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:hr@bs2.geდა სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
 
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი