პოს-პროგრამირების ტერმინალების ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული
10 მარ - 09 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში

"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით. 
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოს-პროგრამირების ტერმინალების ტექნიკოსის პოზიციაზე

ქალაქი: თბილისი 

 

მოვალეობები: 

  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება; 


მოთხოვნები: 

  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად. 
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა; 


კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; 
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

 
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი