მარკეტინგის დირექტორი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 4000 - 7000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
24 მარ - 08 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 512 644
მისამართი: ქ. რუსთავი

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.


ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც უხელმძღვანელებს კავკასიის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტოკომპლექსის მარკეტინგულ დეპარტამენტს, საერთაშორისო ბაზარზე.


ჩვენი კომპანიის მისიაა დავეხმაროთ დაინტერესებულ პირებს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაში და ამისათვის შევქმნათ კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გახდეთ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას მზარდი საბონუსე სისტემით: საშუალოდ 4000-7000 ლარი.
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: კვირაში 40 საათი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი

 

მარკეტინგის დირექტორის მოვალეობები:

  • მარკეტინგული მიზნების დასახვა და მიღწევა, კომპანიის მისიის შესრულებისათვის;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • ბრენდის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;

 

 მარკეტინგის დირექტორის კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციზე მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმამრთულებით;
  • MS Office პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (სამუშაო პროცესები ხორციელდება რუსულ ენაზე).
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი, პრეზენტაბელურობა.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის დირექტორი


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან


მეტი ინფორმაციისათვის

გვესტუმრეთ:


https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995 591 512 644 ნათია.

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

TOP მენეჯმენტი
მარკეტინგის დირექტორი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა