მითერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
07 მარ - 06 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს “რუსტარ ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას  ზაფხულის სეზონზე მითერის  პოზიციაზე ქ. ბათუმში. 

მოვალეობები: 
  • აეროპორტში სტუმრების დახვედრა; 
  • სტუმრების დაბინავება სასტუმროებში; 
  • პრობლემური სიტუაციების მოგვარება; 
  • სტუმრებისთვის კომპანიის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების შეთავაზება; 
  • საჭიროებიდან გამომდინარე ტურისტებთან პირადი შეხვედრა. 
  • სტუმრების გაცილებისას მძღოლების დახმარება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია დამოცდილება ტურიზმის სფეროში.  

პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა. 

სამუშაო ადგილი: ბათუმი 
სამუშაო გრაფიკი: სრული;  
სამუშაო პერიოდი: 1 ივნისი - 1 ოქტომბერი 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება  ონლაინ.  
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:  www.rustartourism.com 
გისურვებთ წარმატებას! 
 
ტურიზმი/გართობის სექტორი
ტურიზმი(ზოგადი)