მექანიკოსი შუახევში
ბათუმი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 4 წლიდან
06 მარ - 01 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

აჭარისწყალი ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსი  

ლოკაცია: შუახევის მუნიციპალიტეტი 

 

განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება  
  • დიპლომი მექანიკურ ინჟინერიაში, სამწლიანი სტაჟი ამავე სფეროში და 4 წლიანი გამოცდილება ჰიდრო ელექტრო სადგურის ტექნიკურ მომსახურებაში 
  • ან უნდა ჰქონდეს 7 წლიანი შესაბამისი გამოცდილება ჰიდრო ელექტრო სადგურის ტექნიკურ მომსახურებაში, კარგი გამოცდილება, ტექნიკური ცოდნა და დადასტურებული უნარები 
 
სამუშაოს აღწერილობა: 
  • ხელმძღვანელის  დახმარება სადგურის ტერიტორიაზე მექანიკურ-ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 
  • ჰესის საოპერაციო აღჭურვილობის გაუმართაობის გამოსწორება, როგორებიცაა ტურბინა, სამართავი, ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემები, შეზეთვა, ტუმბო, ძრავი, სითბოს გადამცვლელები, სარქველები და ა.შ.  
  • ისეთი მექანიკური მოწყობილობების დამონტაჟება, როგორებიცაა ტუმბოები, ტურბინები, კომპრესორები, DG კომპლექტი და სხვა. 
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება, როგორიცაა  კომპონენტების გასწორება, საკისრების გამოცვლა, ჰიდრავლიკური სისტემის დემონტაჟი და აწყობა და სხვა. 
  • სამონტაჟო სამუშაოების შესრულება მცირე დატვირთვიდან დიდ დატვირთვამდე. კანდიდატს უნდა შეეძლოს EOT ამწეზე მუშაობა 
  • ჰიდროელექტროსადგურებში შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის, ანგარიშების, სამუშაო მოთხოვნების ან სხვა ჩანაწერების გაკეთება 
  • ელექტრო რკალის შედუღების სამუშაოები, უპირატესობა ენიჭება მაღალწნევიანი შედუღების, როგორიცაა TIG ცოდნას. 
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს დაყალიბების სამუშაოების შესრულების უნარი, ეს შეიძლება გულისხმობდეს ბურღვას, დაფქვას, დაჭრას და ა.შ. 
  • ხარაჩოების, პლატფორმების ან ამწე ჩარჩოების აგება ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკის ან ინფრასტრუქტურის შეკეთების ან შეცვლის მიზნით; 
  • მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება და სფეროს რეგულაციების დაცვა.  
ცოდნა/უნარები/შესაძლებლობები:  
  • მექანიკური შეკეთების/პრობლემის აღმოფხვირსა და მეტალთან მუშაობის ძლიერი უნარები; 
  • მექანიკური კომპონენტების (ტურბინა, გენერატორი, სამართავი, ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემები, ამწეები, ტურბოები, სარქველი, მილები, გარნიტურა, სითბოს გადამცვლელები, ძრავები და სხვა) ფუნქციონალური ცოდნა; 
  • მექანიკური, პნევმატური და ჰიდრავლიკური სქემების წაკითხვისა და/ან ინტერპრეტაციის უნარი; 
  • დამოუკიდებლად და ასევე გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი, მიზნების ეფექტურად, პასუხისმგებლობის გრძნობით შესრულება; 
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცოდნა სამრეწველო უსაფრთხოების შესახებ, როგორიცაა უსაფრთხოება ცხელი სამუშაობის შესრულების დროს, უსაფრთხოება სიმაღლეზე მუშაობისას, სამუშაო ნებართვის პროცესი, ჩაკეტვა, გამორთვა და ა.შ. 
  • მექანიკური ტექნიკური სამუშაოებისა და შესაკეთებელი სამუშაოების შესრულების მზაობა არასამუშაო საათებში.    

 

განცხადების მიღების ვადა: 31 მარტი 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lela.meskhidze@agl.com.ge 

 

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი