HR რეკრუტერის
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
04 მარ - 03 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ემ თი ჯი“ სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის სამუშაოდ იწვევს აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს HR რეკრუტერის პოზიციაზე. ჩვენი გუნდი გთავაზობთ პოზიტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

შპს ემ თი ჯი წარმოადგენს ტრანსნაციონალური ლოჯისტიკური კომპანია METRO TRANS LOGISTICS LLC-ის პარტნიორს საქართველოში. ის მომსახურებას უწევს METRO TRANS-ის გუნდს დისტანციურად.

კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ექსკლუზიური სახმელეთო ტვირთების გადაზიდვა ამერიკასა და კანადაში. კომპანიის საქმიანობა 2017 წელს მცირე ზომის სატვირთო ავტომობილით დაიწყ და დღეს ის ასობით ავტომანქანას და ათასზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. 

 


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ვაკანსიების მაქსიმალურად მოკლე დროშ დახურვა;
  • ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • ონლაინ არხების და შერჩევის სხვადასხვა პროაქტიული მეთოდების გამოყენება საუკეთესო კანდიდატების მოძიების მიზნით;
  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, განახლება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები: 16:00-დან 02:00-მდე

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@mtlfreight.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული წინამდებარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან შენახულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი