ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
06 მარ - 01 აპრ
ვიპ
დეველოპერული კომპანია სითიპლექსი - CityPlex აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ბუღალტრის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი ცოდნა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები,მიღება-ჩაბარების აქტები),წარმოება და დაარქივება.
- ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპეარაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი;
- საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება -გამოწერა;
- სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
- პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა,შემოწმება,მათი აარქივება კანონმდებობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად;
- ანგარიშგებების/რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
- საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@cityplex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს სითიპლექსში - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, შერჩევის პროცედურების დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ხოლო თუ გსურთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ, მოგვმართოთ: hr@cityplex.ge
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)