იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
06 მარ - დღეს
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დეველოპერული კომპანია  სითიპლექსი - CityPlex აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 
https://cityplex.ge/ 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • საჯარო რეესტრთან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან და სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება; 
  • სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი; (პრიორიტეტი მიენიჭება სამშენებლო სფეროში მიღებულ გამოცდილებას);  
  • სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება; 
  • სამშენებლო კანონმდებლობისა ცოდნა; 
 
მოვალეობები: 
  • მიმდინარე ხელშეკრულებების შესწავლა და საქმის მართვა; 
  • კომპანიის ყველა საქმიანობის პროცესში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; 
  • შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა; 
  • სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა; 
  • ახალი ხელშეკრულებების (წინარე ნასყიდობის, წილის ნასყიდობის, უფლებების დათმობის, ასევე  მშენებლობების სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა  ტიპის ხელშეკრულებების) მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; 
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა / დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; 
  • პრობლემატური კლიენტების ქეისების ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმვა და მენეჯმენტი; 
  • საჭიროების შემთხვევაში სარჩელის, შესაგებელის, შეგებებული სარჩელის, საჩივრის, წერილების, ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება; 
  
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@cityplex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

შპს სითიპლექსში  - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, შერჩევის პროცედურების დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ხოლო თუ გსურთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ, მოგვმართოთ:  hr@cityplex.ge 
 
იურიდიული
იურისტი