გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
02 მარ - 01 აპრ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Your Point ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
Your Point ახლად შექმნილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ტურიზმის და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანთა ერთობლიობით. პანდემიის მიუხედავად კომპანია ასრულებს დასახულ ამოცანებს და სტაბილურად იზრდება. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია ყველა ტურისტული სერვისი იყოს სისტემატიზირებული და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. შედეგად კი საქართველოში, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განავითაროს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი. 
Your Point ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს და ქმნის გუნდს სტაბილური და ერთობლივი განვითარებისთვის. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მუდმივი სწავლის, განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • ტურისტულ ან სხვა სფეროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება; 
  • ტურისტულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობაში ჩაითვლება 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების (Word, Exel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა; 
პიროვნული თვისებები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი; 
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; 
  • კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 
  • გამართული მეტყველება; 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება 
  • მომხმარებლის მოზიდვა და კონსულტირება 
  • კომპანიის პროდუქტის შესწავლა და მუდმივი რეკომენდაციების გაწევა მათი გაუმჯობესების მიზნით 
  • სოციალური ქსელებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების წარმოება 
  • პროგრამული და სხვა ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება გაყიდვების სტიმულირების მიზნის მისაღწევად 
  • გაყიდვების რეპორტინგის და რეესტრის წარმოება, დასახული ამოცანების ამოხსნის მიზნით 
 
სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + მაღალი საბონუსე სისტემა 
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 – 15:00 (შაბათი) 
  • სამუშაო ადგილი: ბესიკის ქ, N44 (ბიზნეს ცენტრი ბესიკი), თბილისი 
  
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულმისამართზე: cv@yourpoint.ge 
ტურიზმი/გართობის სექტორი
გამყვანი ტურ-ოპერატორი