მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
06 მარ - დღეს
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიას. 
  
შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე: 
 
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) 
სამუშაო ადგილი: საგურამო 
ანაზღაურება: ფიქსირებული 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მიმართულებით 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით 
  • სავარდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • დახასიათება/რეკომენდაცია წინა სამსახურიდან 
  • მენეჯერული უნარების ქონა: დაგეგმვა, დელეგირება, ქოუჩინგი, ინდივიდუალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება; 
  • MS Office პროგრამების, Photoshop, Ilustrator, CorelDraw მაღალ დონეზე ცოდნა;  
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • პუნქტუალური 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი 
  • სამუშაოს ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული 
  • მაღალი დონის ანალიტიკური უნარები 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის სრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;  
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;  
  • ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;   
  • კომპანიების ვებ-გვერდების და სოციალური მედიის შექმნა/გამართვაში აქტიური მონაწილეობა და მართვა; 
  • სარეკლამო და პრომო აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება;  
  • კომპანიის იმიჯის ფორმირება და კომპანიის ცნობადობის ზრდა;  
  • PR პოლიტიკის შემუშავება და მართვა;  
  • ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;  
  • ბეჭდვითი თუ სხვა სარეკლამო მასალების შეკვეთა/დამზადების მონიტორინგი;  
  • კომპანიის SWOT ანალიზი; 
 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club”-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი