მაღაზიის მენეჯერი

თარიღები: 27 ივლ - 25 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი ფილიალების ქსელი

   ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  Spomlek და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ევროპროდუქტის მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებულზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.


ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 


აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  •  შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
  •  სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების  მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
კომერციული მენეჯერი

Kiwi Post


13 აგვ - 05 სექ

მაღაზიის მენეჯერი

ედესი ჯგუფი


08 აგვ - 06 სექ

მაღაზიის მენეჯერი თერჯოლაში

ნიკორა ტრეიდი


23 ივლ - 21 აგვ

Cluster Sales Executive In Batumi & Tbilisi

Novo Hospitality Global


06 აგვ - 03 სექ

English Speaker Sales Representative

Astrum Solutions


09 აგვ - 07 სექ

French speaking sales manager

AE Solar


01 აგვ - 30 აგვ

HORECA-ს გაყიდვების მენეჯერი

ლეთრე


13 აგვ - 11 სექ