კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
28 თებ - 30 მარ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სატრანსპორტო კომპანია "TMG LOGISTICS" წარმოადგენს ქართულ კომპანიას საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით და არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა:
  • სახმელეთო გადაზიდვა 
  • საზღვაო გადაზიდვა 
  • საჰაერო გადაზიდვა 
  • სარკინიგზო გადაზიდვა
  • შიდა გადაზიდვა

სატრანსპორტო კომპანია "TMG LOGISTICS"
აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით. 

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • განმეორებითი ზარების დაგეგმვა (Follow up);
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება;
  • კომპანიისა და მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო გაყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტური განაწილება, 
  • სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, 
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელ. ამაშუკელი #3

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Info@tmglogistics.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი რეზიუმე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.
კომპანიის მენეჯმენტი აქცენტს აკეთებს სტაბილურ თანამშრომლებზე და ზრუნავს მათ მუდმივ განვითარებაზე.
 
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)