ოფისის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
28 თებ - 29 მარ
ვიპ
არქიტექტურული კომპანია „ბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლობები:
- კომპანიის ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
- ფოსტის მიღება-გაგზავნა, ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- ოფისის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება;
- სხვადასხვა შეხვედრების მიღების და დახვედრის ორგანიზება;
- ორგანიზაციის საკომუნიკაციო და ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;
- ორგანიზაციაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
- ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ტექნიკური საშუალებების პერიოდული შეკეთების განრიგების და მათი მუშაობისთვის აუცილებელი რესურესების შეძენის, ასევე გახარჯული და ექსპლუატაციიდან გამოსული ტექნიკის ჩამოწერისა და უტილიზაციის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
- შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა, მათ შორის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
- დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება.
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები და აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
- საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კონფიფენციალობა, პუნქტუალობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
მისამართი: ქ. თბილისი, მ. შავიშვილის ქ. #1ა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: bijiarch@gmail.com
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი