კომერციული დირექტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
27 თებ - 29 მარ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.  
 
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:  
www.askaneli.ge 
www.facebook.com/Askaneli1880 
www.facebook.com/Askaneli-Garden 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით. 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.  
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა. 
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი. 
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა და დელეგირება. 
  • პროდუქციის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. 
  • პროდუქციის გაყიდვების, მოგება-ზარალისა და რისკების ანალიზი. 
  • ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი. 
  • პარტნიორ კომპანიებთან პროცესების კოორდინირება და კონტროლი. 
  • ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთერთობების ჩამოყალიბება. 
  • ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რჩევების გაზიარება. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების დელეგირება, მათი შეფასება, მოტივაცია და კონტროლი. 
  • კომპანიის ხელმძღვანელობასთან პერიოდული რეპორტინგი. 
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. 
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110ა. ლილო მოლის მიმდებარედ. 
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ კომერციული დირექტორი ასკანელი. 
 
გისურვებთ წარმატებას. 
TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი