რეზერვაციის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული
27 თებ - 29 მარ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„რუსტარ ონლაინი“  საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  7  ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი კატარი.  საქართველოში კომპანია 6  წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.   
ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. 
“რუსტარ ონლაინი”  აცხადებს ვაკანსიას „რეზერვაციის მენეჯერის“ პოზიციაზე. 

მოვალეობები: 
  • ჯავშნის სისტემაში ასახვა; 
  • ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა/ 
  • ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია . 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა და ასევე სასურველია ინგლისური. 
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა. 
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე. 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:www.rustartourism.com  
გისურვებთ წარმატებას! 
ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები