მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
25 თებ - 27 მარ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: კუკიის დასახლება, სამურზაყანოს 39

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)


კომპანია Agro Food Trade აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი/სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასურველია ანალოგიაური პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალურ ქსელში (Facebook) შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის შეკითხვებზე დროული და წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით პასუხის გაცემა;
  • სოციალური ქსელით შეკვეთების მიღება და პროგრამული გაფორმების უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების მიღების პროცესში წინასწარ განსაზღვრული ასორტიმენტის კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
  • გამართულად წერის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები
  • სამუშაო ადგილი: დისტანციური;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (ორშაბათი - პარასკევი 17:00 სთ - დან 22:00 სთ - მდე, კვირა 12:00 სთ - დან 22:00 სთ - მდე);
  • დასვენების დღე: შაბათი;
  • ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული (+ ბონუსი);

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი,
საცალო კლიენტთა მომსახურება