საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული
24 თებ - 26 მარ
ვიპ


ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შემუშავება
- სანდო მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
- ფასის კონკურენტული ანალიზი
- ხელშეკრულებების გაფორება;
- ლოგისტიკის ორგანიზება
- სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
- შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; (გთხოვთ ენების სრულყოფილად არ ცოდნის შემთხვევაში ნუ გამოგვეხმაურებით)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნება;
- მათემატიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
- ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით: hr@campa.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება .
გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი