მომხმარებელთა მხარდამჭერი
- სრული განაკვეთი
- 1100 - 1500
- ინგლისური
20 თებ - 22 მარ
ვიპ


წვერის და თმის მოვლის საშუალებების კომპანია - Beard.ge აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდამჭერის ( Customer Support) პოზიციაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- ბრენდის მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ზარების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა წვერის და თმის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება Beard.ge-ს პროდუქციის და სხვა შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.
- შეკვეთის მიღება, სისტემაში რეგისტრაცია და შეკვეთის სრული ჯაჭვის კონტროლი.
- მომხმარებლისთვის გასაოცარი გამოცდილების შექმნა.
მოთხოვნები და საჭირო უნარ ჩვევები:
- მომხმარებელთან გამართული, კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი.
- ქართული ენის გამართულად ცოდნა.( მშობლიური ენა)
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წარმოადგენს აუცილებელ პირობას)
- გამართულად წერის უნარი როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
- კომპიუტრთან, მეილთან, სოც ქსელებთან და ელ.კომერციის პლათფორმაზე მუშაობის უნარი.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას.
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი, სამუშაოს დაგეგმვის უნარი.
- კანდიდატი უნდა იზიარებდეს კომპანიაში არსებულ კულტურას და ორიენტირებული უნდა იყოს მომსახურების უმაღლეს ხარისხზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული.
- სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე.( ორშაბათი-პარასკევი)
- Beard.ge ოფისი : ალ.ყაზბეგის 44.
- სახელფასო ბიუჯეტი: 1100 - 1500 ლარამდე. ( ანაზღაურების განსაზღვრა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, დაზუსტება მოხდება გასაუბრების შემდეგ)
- დამატებით ანაზღაურდება ყოველდღიური კვება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია: https://beard.ge/jobs/customer-service-guru/
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი