ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

თარიღები: 25 ივლ - 23 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@frego.ge
ავტო-მოტო სერვისი:  აგს-ის ოპერატორი

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების მაღალი დონით. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

 

კომპანია "ფრეგო"  აცხადებს ვაკნსიას ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე.

 

 სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
  • ავტომობილების საწვავით გამართვა;
  • სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო. უმაღლესი განათლება ჩაითვალება უპირატესობად.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows  – დონე: ელემენტარული
  • რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • გაწონასწორებული და თავაზიანი;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული; 
  • მოტივირებული და ორგანიზებული;
  • დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მქონე. 

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს. მათ შორის წარმატებულები, სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან სპეციალურ სწავლებას კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის მიხედვით.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@frego.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განცხადება არ განიხილება. 

 

კომპანია „ფრეგო“-ს  ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ზუდიდში

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


31 ივლ - 29 აგვ

ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ზუდიდში

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


13 აგვ - 11 სექ

ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორი ლილოში

რომპეტროლ საქართველო


01 აგვ - 30 აგვ

ავტო-გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი/მდედრობითიი სქესი

ფრეგო


25 ივლ - 23 აგვ

გაზის ჩამსხმელი ოპერატორი

გამა გაზი


19 ივლ - 17 აგვ

გამმართველი

ნეოგაზი


06 აგვ - 04 სექ

კლიენტთა მომსახურების ოპერატორი თბილისსა და აჭარაში

სან პეტროლიუმ ჯორჯია


31 ივლ - 29 აგვ