არქიტექტორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
25 იან - 23 თებ
სტანდარტი
ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია ’’Apart Development’’ აცხადებს შერჩევას არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა (მუშა ნახაზების);
- პროექტის შეთანხმებისთვის საჭირო საქმიანობის კოორდინაცია;
- სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა;
- არქიტექტურული პროექტის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია და პროექტის შეთანხმება
- საჭიროების შემთხვევაში, ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
- მიღებული და შესრულებული დავალებების მიმდინარეობის კონტროლი;
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
- არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- აუცილებელია archicad/autocad ცოდნა
- დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კანონმდებლობის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@apart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@apart.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი