ღია კონკურსი-შესყიდვების უფროსის თანამდებობაზე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
25 იან - 16 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577543316
შესყიდვების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ 
 
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის  2023 წლის 23 იანვარის №01-9 ბრძანებით გამოცხადდა ღია კონკურსი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შესყიდვების უფროსის თანამდებობაზე.  
შესყიდვების სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 
  • უმაღლესი იურიდიული და/ან ეკონომიკური განათლება. სავალდებულო- ბაკალავრის და სასურველი მაგისტრატურის ხარისხი.  
  • სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური კურსის შედეგად მიღებული კომპეტენცია; გ) უცხო ენები - ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე-სასურველი.  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Power point, Outlook. 
 
ძირითადი საკონკურსო პირობები: 
  • შესყიდვების სამსახურის უფროსად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას, აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (სახელმწიფო შესყიდვების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი), აქვს შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 3 (სამ) წლიანი გამოცდილება.  
  • შესყიდვების სამსახურის უფროსად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი;            
  • კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, არ დაიშვება კონკურსზე. 
 
რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:  
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  • CV- ფოტოსურათით და ვაკანსიაზე გაკეთებული განაცხადი.  
  • კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ რეკომენდაცია. 
 
კანდიდატის შერჩევა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:  
  • პირველადი შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად; 
  • გასაუბრება. 
 
საკონკურსო ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:  
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით;  
  • საკონკურსო განაცხადების განხილვა იწარმოებს 2023 წლის 20 თებერვლამდე;  
  • არაუგვიანეს 2023 წლის 27 თებერვლისა ჩატარდება კონკურსანტთა გასაუბრება, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N53 (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა); 
 
კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით. 
 
შესყიდვების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები: 
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის № 12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს № 13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“. 
  •  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის № 7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“ ; 
  • საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის № 2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ ; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს № 3 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი“ ; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის № 2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის № 27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“ ; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის № 15 ბრძანებით დამტკიცებული „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის № 11 ბრძანებით დამტკიცებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; 
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის № 14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“ ; 
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“; 
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის № 121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის № 55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“ ; 
  • საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №606 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს № 446 დადგენილება „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის № 439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“; 
  • საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის № 23 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) იმ კოდების განსაზღვრის თაობაზე, რომელთა მიმართაც არ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება“; 
  • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის № 1805 განკარგულება „საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“; 
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვეხმაურეთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@bsma.edu.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 577543316 
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება